ვოლსკის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება.

„წინასწარ ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. მსჯელობა მიმდინარეობს, თუ ვისი კანდიდატურა იქნება დაყენებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე განიხილება.

საუბარია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ასათვისებელ კვოტაზე. წინა მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ აირჩია.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატია“სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე”