საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებისა და ექსტრადირების შემთხვევაში ენმ “ქართულ ოცნებას” მმართველობის დასასრულს უწინასწარმეტყველებს.
პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ კიევში პროცესები პოროშენკო-ივანიშვილის სცენარით ვითარდება. თუმცა უკრაინული ოპოზიციის ლიდერის გადმოცემის შემთხვევაში, ოპოზიცია “ქართული ოცნების” მმართველობის დასასრულს პროგნოზირებს.
“ოლიგარქიული სისტემა არის დაპირისპირებაში შესული პოლიტიკურ კლასთან, რომლის პირველ ხაზში ბრძოლის იმყოფება ბატონი სააკაშვილი, მაგრამ თუკი მაინც და მაინც ბატონმა პოროშენკომ და ივანიშვილმა მათი განზრახვა მოიყვანეს სისრულეში და იმ მეთოდებით რა მეთოდებითაც გამოაძევეს საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან, ვარწმუნებ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ ძალიან დაჩქარდება მათი ხელისუფლების პოლიტიკური ცხოვრება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.