UNESCO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

13-16 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, ერიკ ფალტი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ერიკ ფალტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო UNESCO-ს კათედრების საკითხს. აღინიშნა, რომ ორივე მხარე მიესალმება საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით მოქმედი UNESCO-ს კათედრების აღდგენას.

UNESCO ასევე იზრუნებს, რომ განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში “International Institute for Educational Planning” მოხდეს განათლების მართვის ქართველი სპეციალისტების მომზადება. ერიკ ფალტი განსაკუთრებით მიესალმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მზადდება დოკუმენტი – განათლების მიმართულებების ჩამონათვალი, რომელიც იუნესკოს „განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას” დაეფუძნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის სტატისტიკური მონაცემების ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა აქციის ფონზე დაიწყო