უკრაინელი ოლიგარქების სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ლონდონის უმაღლესი სასამართლოს ,,პრივატ ბანკის,, ყოფილი მფლობელები, იგორ კოლომოისკისა და გენადი ბოგოლუბოვის აქტივები მსოფლიო მასშტაბით დაყადაღებაში გამოიხატა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანილუკმა, უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გადადგომა მოითხოვა.
დანილუკის განცხადებით, ლუცენკომ განზრახ გააჭიანურა ,,პრივატ ბანკის,, საქმის გამოძიება და ამ საქმეში დამნაშავეები არ გამოავლინა.
,,მე მოვითხოვ გადადგეს უკრაინის გენპროკურორი,, აცხადებს ფინანსთა მინისტრი დანილუკი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ბლოგერებმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ფოტო, სადაც იგორ კოლომოისკის და იური ლუცენკოს შეხვედრაა დაფიქსირებული უკრაინის საზღვრებს გარეთ… ლუცენკოს განცხადებით, ის შემთხვევით შეხვდა იგორ კოლომოისკის საზღვარგარეთ.