“თავისუფალი დემოკრატები” პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

“თავისუფალი დემოკრატები” ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ხვალ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ “თავისუფალი დმეოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა.

“მესამე დღეა უკვე მომხდარიდან და ჩვენ გვაინტერესებს რას აკეთებენ სამართალდამცავები, ცხელ კვალზე თუ არის რამე ნაპოვნი. ამავე დროს, ხვალ ორშაბათია და ჩვენ გვინდა ერთგვარი შეხვედრა მოვაწყოთ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც იქნებ მოვისმინოთ, რა სიახლეა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ხვალ იმედია ეს შეხვედრა მოეწყობა”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კითხვაზე, თუ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი იმაზე, რომ მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ამას მოითხოვენ.

“მცდელობა იყო მკვლელობის, გუშინ მეორე ოპერაცია გაუკეთდა და რა მდგომარეობაა მემგონი ყველა კარგად ხედავთ. ამას გადაკვალიფიცირება კი არ სჭირდება, არამედ სჭირდება სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა იმ ორგანოების მიერ, რომელთაც ეს უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა ამასაც მოვითხოვთ”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბალტიის ქვეყნებში ნატო-მ ძალები უნდა გაზარდოს”
შემდეგი სტატიაილია მეორე – უძღები შვილის იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზეა