(VIDEO)აფეთქება ავიაკომპანია “დაალო ეარლაინსის” თვითმფრინავის ბორტზე

ავიაკომპანია ,,დაალო ეარლაინსის” თვითმფრინავის ბორტზე

ავიაკომპანია ,,დაალო ეარლაინსის” თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც აფეთქების გამო მოგადიშოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა, ფეთქებადი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.

თვითმფრინავის სალონში აფეთქების ხმა სომალის აეროპორტიდან აფრენის დროს გაისმა, რის შედეგადაც ავიალაინერის კორპუსის ჰერმეტიზაცია დაირღვა და მფრინავი იძულებული გახდა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა.

შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა. ერთი კი გარდაიცვალა. ბორტზე სულ 60 ადამიანი იმყოფებოდა. ,,დაალო ეარლაინსის’’ თვითმფრინავი მოგადიშოდან ჯიბუტიში მიფრინავდა.

https://youtu.be/-XYxvH6ZThU

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს
შემდეგი სტატია“ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა”