“სისხლის სამართლის მასალების გამოყენების უფლება არც ბრალდების მხარეს ჰქონდა, არც დაცვის მხარეს აქვს“ – ადვოკატი

“სისხლის სამართლის მასალების გამოყენების უფლება არც ბრალდების მხარეს ჰქონდა, არც დაცვის მხარეს აქვს”- აცხადებს არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. ადვოკატები აცხადებენ, რომ ნივთმტკიცებების გამოქვეყნებით პროკურატურა ცდილობს, გამოძიება შეცდომაში შეიყვანოს. მათივე თქმით, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში გაცილებით მეტი ადამიანი ფიგურირებს.
„ექსპერტმა თქვა ასეთი რა , გამოყენებულია სხვადასხვა საგანი, რომელიც არ არის დანა, გამოყენებულია სხვადასხვა მჭრელი ბასრი საგანი, რომელიც კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ არის საქმეში არსებული დანებიო. თუმცა ამ საგნებში შესაძლებელია, რომელიმე იყოს მაკრატლის მსგავსი საგანიო. აპრიორი რომ საქმეში მაკრატელი არსებობს, ის არის გამოყენებული, ასეთი რამ ექსპერტს არსად არ უთქვამს. ბრალდების მხარის განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით მიზნად ისახავს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. სისხლის სამართლის მასალების გამოყენების უფლება არც ბრალდების მხარეს ჰქონდა, არც დაცვის მხარეს აქვს,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
რაც შეეხება საქმის პროკურორს. მარიამ გოგოხიას თქმით, პროკურატურას საქმის მასალების გასაჯაროებით, კანონი არ დაურღვევია.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე-თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს !