სავარაუდოდ ეს არის მტკიცებულებების გაყალბება – ზაზა ხატიაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეეშინდა და დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ხატიაშვილის თქმით, სასამართლო მის მიერ სამ დღეში მიღებული გადაწყვეტილების გამართლებას, თარიღის შეცვლით ცდილობს.

„სავარაუდოდ ეს არის მტკიცებულებების გაყალბება, მტკიცებულებების გადაკეთება, გადანომრვასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ იმდენად შეეშინდათ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან პრეცედენტის გამოტანის, რომ სახეზე გვაქვს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა რუსთავი 2-თან მიმართებაში და ხელისუფლება ცდილობს რამენაირად შეალამაზოს ე.წ. სასამართლოს სახე,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ, პოლიტიკოსები სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას ვერ მოვახდენთ”-ეკა ბესელია “რუსთავი 2-ის” საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიააღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა- ბავშვი გარდაიცვალა