რუსებმა ნალჩიკში ,,ისლამური სახელმწიფოს,, 14 წარმომადგენელი მოკლეს…

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  კვირა დილით დაწყებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ქალაქ ნალჩიკის ცენტრში რუსმა სამართალდამცავებმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, ადგილობრივი დაჯგუფების ,,ჯამაათის,, ხელმძღვანელი და კიდევ 13 წევრი მოკლეს…

როგორც სააგენტო ,,interfax.ru,, იტყობინება, ჩრდილოეთკავკასიაში დილით დაწყებული სპეცოპერაციის მსვლელობისას ისლამისტთა ბანდ-ფორმირების 11 წევრი იქნა ლიკვიდირებული, მაგრა ამ დაჯგუფების მეთაურმა და კიდევ 2 გავლენიანმა ბოევიკმა გაქცევა მოახერხეს… თუმცა მხოლოდ საღამომდე, რადგან საღამოს საათებში მათი ავტომანქანა ნალჩიკის ცენტრში სამართალდამცავების პიკეტს გადაეყარა და ორხმრივი  ცეცხლის დროს სამივე მათგანი ლიკვიდირებულიქნა.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ლიკვიდირებულიი ,,ჯამაათის,,  ხელმძღვანელები, ყველაზე საშიში ბოევიკები იყვნენ, რომლებიც ტერორისტული აქტების მოსამზადებლად ადამიანთა ,,ვერბოვკით,, იყვნენ დაკავებულნი.

www.timer.ge 

 

banner
წინა სტატიაშიქართველი საჯარო მოხელეები თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს…
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე რუსულ პოლიტიკაზე