“რეფორმატორების” თავმჯდომარე ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

“რეფორმატორების” თავმჯდომარე ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ირაკლი ღლონტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

 

“პარტია ,,რეფორმატორები” ცალკე, დამოუკიდებლად ვფიქრობთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ, როცა ყველა რესურსი (ტელევიზია/ფინანსები) გადანაწილებული აქვს ხელისუფლებას და მასთან ოფიციალურ თუ სხვაგვარ ურთიერთობაში (სატელიტები) მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებს გამორიცხული არ არის ვიფიქროთ კოალიციის ფორმატით ასპარეზობაზე, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კოალიცია / ბლოკი, სადაც შესაძლებელია საზოგადოებამ იხილოს ჩვენი გუნდი, აუცილებლად იქნება დასავლური ტიპის პარტიების ერთიანობა, სხვა შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით ყველაზე დიდი ,,პარტიის” შემადგენლობაში, რომელსაც ჩვენი საზოგადოების 55 % ქვია და მათთან ერთად გავაგრძელებთ 2 წლის წინ დაწყებულ ბრძოლას შექმნილი არასასურველი რეალობის ცვლილებისთვის.” – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიავითარება რუსეთში: ნაციონალური გვარდია ელიტის სამსახურში