პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთელის წარდგენას

პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთელის წარდგენას

matagvelaსაქართველოს პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთელის წარდგენას და იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს საქართველოდ დელეგაციის წევრებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განცხადა.

მისივე თქმით, ქართველი დეპუტატის არჩევა იძლევა დიდ შესაძლებლობას, ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში მოხდეს საქართველოს პრობლემატიკის წინ წამოწევა.

„წინ არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელიც თბილისში გაიმართება. ცნობილია, რომ არსებობს შესაძლებლობა, ასამბლეის პრეზიდენტად არჩეულ იქნას ქართველი დეპუტატი. ეს იძლევა დიდ შესაძლებლობას, ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში მოხდეს საქართველოს პრობლემატიკის წინ წამოწევა. საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ამ თანამდებობაზე გიგი წერეთელის წარდგენას. გიორგი მარგველაშვილი იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს საქართველოდ დელეგაციის წევრებს“,-აღნიშნა ეკ მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელ Facebook-ზე
შემდეგი სტატიაvideo) ჩვენ დიდი ხანია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი