ფოფხაძე პარტიულ დისციპლინაზე: დეპუტატები სკოლაში არ არიან

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 11:30

ფოფხაძე პარტიულ დისციპლინაზე: დეპუტატები სკოლაში არ არიან

წინა სტატია
ბაქოდან თბილისში დაბრუნებული გედევან ფოფხაძე კოლეგებთან შეხვედრისთვის ემზადება. მანამდე კი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მიიღო თუ არა ქართული ოცნების დატოვებაზე გადაწყვეტილება, კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

“ახლა არის შეთანხმება, რომ მედიის საშუალებით კომუნიკაციის ეს ფორმა უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ეს შეთანხმება დავარღვიო. ვერ გეტყვით, რომ პრემიერმინისტრის თხოვნა ჩემთვის სულერთია, თუმცა ყველა საკითხი შეხვედრის ფორმატში უნდა გადაწყდეს” – თქვა გედევან ფოფხაძემ.

კითხვაზე მიიჩნევს თუ არა, რომ მან პარტიული დისციპლინა დაარღვია, ფოფხაძე პასუხობს, რომ “დეპუტატები სკოლაში არ არიან.”

როდის და სად გაიმართება შეხვედრა უცნობია, თუმცა გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს დღეს მოხდება.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 11:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics