“პოლიციის თანამშრომელი ზეწოლით ცდილობდა მოქალაქე ნების საწყინააღმდეგოდ გაეჩხრიკა..

ელენე ხოშტარია: "თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით"“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დღეს მეტრო დელისთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, მოქალაქეზე ზეწოლა განახორციელა. ხოშტარიას თქმით, პატრულის თანამშრომელმა მოითხოვა მოქალაქის ჩხრეკა, რაზეც უარი მიიღო. ოპოზიციური პარტიის ლიდერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ პოლიციის თანამშრომელი გამოირჩეოდა უხეშობით და მას შემდეგ რაც უარი მიიღო ჩხრეკაზე, მოქალაქეს დაემუქრა, რომ განყოფილებაში გადაიყვანდა.

დეპუტატი ჰყვება, რომ ფაქტის შემსწრე პარტიის მოხალისეები გახდნენ, რომელთა ინფორმაციითაც, ინციდენტის ადგილზე მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი და მან მოქალაქე ჯერ “გვერდით გაიყვანა, შემდეგ კი სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ამ უხეშობის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გააჩნია, თუმცა, თავად დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ აქვეყნებს.

“დღეს ჩვენი მოხალისეები გავიდნენ მეტრო დელისთან გარე მოვაჭრეებთან სალაპარაკოდ. იქვე შეესწრნენ ფაქტს, როგორ მოითხოვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამვლელი მოქალაქის ჩხრეკას. მოქალაქე თანახმა იყო ზედაპირულ ჩხრეკაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყვირილით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდა მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ გაეჩხრიკა ის და გადაუღო ფოტო. მოქალაქე მიუთითებდა, რომ კანონის მიხედვით მას ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა ჩხრეკაზე. პოლიციელმა მას ასევე არ მისცა საშუალება, გადაეღო ვიდეო. ფაქტის მომსწრე სხვა მოქალაქეებიც ყვებიან, რომ პოლიციელი გამოირჩეოდა უხეშობით. მას შემდეგ, რაც მოქალაქეს არ მისცეს ვიდეოს გადაღების საშუალება, მან დარეკა გენინსპექციაში და მოუყვა ფაქტის შესახებ. ამ დროს პოლიციელმა განაცხადა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის საბაბით, მოქალაქეს გადაიყვანდა განყოფილებაში. ჩემი მოხალისეების კითხვაზე, რას გულისხმობდა გადაუდებელი აუცილებლობა და რით ასაბუთებდა ის ამ ფაქტს, პოლიციელმა ვერ უპასუხა. რის შემდეგაც ადგილზე მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი, რომელმაც მოქალაქე ჯერ გვერდით გაიყვანა და შემდეგ, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ჩვენ არ ვიცით, საქმის მეტი დეტალი, თუმცა კონტროლი და საქმით დაინტერესება ნამდვილად საჭიროა.
ვიდეომასალაც გვაქვს დაინტერესების შემთხვევაში. ახლა არ ვაქვეყნებთ იმ ბიჭის თანხმობის გარეშე,”-წერს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიგურიიდან მუხის გადასატანად ივანიშვილმა შესაძლოა, საჰაერო ტრანსპორტი გამოიყენოს
შემდეგი სტატიაფხენიანმა ძლიერი სარაკეტო ძრავი გამოსცადა