მოსკოვში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ მოსკოვში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ . ორი ადამიანი დაკავებულია – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგა რუსეთის საგარეო უწყებას ნოტას გადასცემს მოთხოვნით, დიპლომატიური წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცის შესახებ. ინციდენტი მოსკოვის დროით 17.30 წუთზე მოხდა. დიპმისიის შენობას ხუთი ადამიანი მიუახლოვდა და შენობას კვამლიანი ყუმბარები ესროლეს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი საელჩოს კედელზე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.
დაკავებულების საქმეს სასამართლო 10 მაისს განიხილავს.