პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისთვის, წაყენებული ბრალი ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის სსსკ-ის 376-ე მუხლით არის დაკავებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
“სისხლის სამართლის კოდექსის” 376-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1422809037821091/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]