მიხეილ სააკაშვილი მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალ მთავრობას

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი რადის შენობის წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალ მთავრობას.
მიტინგს პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეარხი “NewsONE”.
“უკრაინა სასწრაფოდ საჭიროებს ახალ ხელისუფლებას, ახალ მთავრობას. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს მთავრობა, მე მზად ვარ თქვენთან ერთად გავაკეთო ეს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ უკრაინის მთავრობისთვის ახალი ადამიანები…ძალიან ბევრია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პატრიოტი უკრაინელი”,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს არ სჯერა ქვეყნის მომავლის. ” მოდით, ერთად ვიმუშაოთ ახალი მთავრობის შესაქმნელად. მე მზად ვარ სათავეში ჩავუდგე ამ პროცესს, მზად ვარ სათავეში ჩავუდგე ამ მთავრობას თუ ეს საჭიროა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო პორტალი “Гордон”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება
შემდეგი სტატიაუკრაინაში გატაცებული ქართველები ფოთში იმყოფებიან