მიხეილ ჯანელიძე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

NATO-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობას და NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას, რომელიც ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

მინისტრებმა ისაუბრეს ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში სლოვაკეთის დღის წესრიგზე. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესში და კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა.

მიხეილ ჯანელიძემ მიროსლავ ლაიჩაკს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ მისი გამოხატულად აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მისი დაძლევის გზები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის მთავრობამ Brexit-ის მეორე რეფერენდუმზე უარი თქვა