მარნეულის გამგეობაში ადგილობრივებს იბარებენ და მუქარით აიძულებენ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 9, 2015 00:11

მარნეულის გამგეობაში ადგილობრივებს იბარებენ და მუქარით აიძულებენ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას

მარნეულის გამგეობაში ადგილობრივებს იბარებენ და მუქარით აიძულებენ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებასმარნეულის გამგეობაში ადგილობრივებს იბარებენ და მუქარით აიძულებენ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას
საინფორმაციო სააგენტო „თაიმერს” მარნეულის რაიონიდან დაუკავშირდნენ და მოუყვნენ იმ მუქარის და ზეწოლის შესახებ, რასაც ისინი განიცდიან ადგილობრივები ჩინოვნიკების მხრიდან. საქმე ეხება მათი გადაბირების მცდელობას კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. წყაროს თხოვნით, თაიმერი არ აქვეყნებს მის სახელს და გვარს.
“მარნეულის გამგეობაში სამსახურის უფროსები იბარებენ თავიანთ თანამშრომლებს და ახდენენ ზეწოლას იმ მიზნით, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდნენ. ვინც უარს ამბობს, იწყება მათი დამუშავება: რატომ? რა არ მოგწონს? თუ მოგწონს, ბარემ შემოდი პარტიაში, თუ არ მოგწონს მთავრობა, მის სტრუქტურაში რატომ მუშაობ? და ა. შ. თუ ბოლომდე ვერ გაგტეხეს, მერე მიდის მუქარა: “თუ გავიგეთ, რომ რომელიმე სხვა პარტიას აძლევთ ხმას, ან რომელიმე თქვენგანი ნაციონალების წევრია, გაგათავისუფლებთ სამახურიდან“ – ასე ემუქრებიან მარნეულის გამგეობაში.
“ზუსტად ეს სიტუაციაა, არაფერს ვაჭარბებ. შიშით ველოდები, როდის დამიბარებენ და როდის დამემუქრებიან. მეშინია მხოლოდ იმიტომ, რომ მატერიალურად მიჭირს და სამსახურს დავკარგავ, რამე რომ იყოს. ბებიაჩემი რომ გაცოცხლდეს, ის ვერ მაიძულებს ოცნებაში გაწევრიანებას, ამიტომ უნდა გადავირჩინო თავი. ავირიდო ეს შეხვედრა” – გვიამბო წყარომ, რომელმაც არ ისურვა სახელის და გვარის გამოქვეყნება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 9, 2015 00:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics