ხათუნა სამნიძე: შესაძლოა, პარტიებისთვის გარკვეული გამოწვევა იყოს

რესპუბლიკურ პარტიას

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების გადანაწილება პირველი ეტაპი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო.

როგორც ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოალიციაში ყოფნისას პარტნიორებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ პირველი ეტაპი იქნებოდა ოლქების გადანაწილება და მხოლოდ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას შემდგომი არჩევნებისთვის.

სამნიძე მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის გამო, ოლქების განაწილების გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო.

„ეს ამომრჩეველს არ დააბნევს, თუმცა შესაძლოა, პარტიებისთვის გარკვეული გამოწვევა იყოს”, – განაცხადა სამნიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დრეს ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, პარლამენტში საქართველოს ცალკეულ კუთხეებს წარმომადგენლობა ჰყავდეს.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა დაუშვა, რომ, შესაძლებელია, სირიაში ავიადარტყმების დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ
შემდეგი სტატიაოდესელმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე