,,იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მაჩვენებელი სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 18:57

,,იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მაჩვენებელი სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს”

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკური გუნდის საქმიანობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში კონკრეტული მინისტრების საქმიანობის შეფასებისთვის არ შეკრებილა, თუმცა შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკურ პარამეტრებზე, როგორც პოზიტიურზე, ისე ნეგატიურზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში დაფიქსირდა.

„საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც გამოქვეყნდა. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. ვინაიდან ეს იყო შიდა შეხვედრა, არ არის სწორი ამ შეხვედრაზე გარეთ საუბარი. ჩემ პირად პოზიციას უახლოეს მომავალში აუცილებლად დავაფიქსირებ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ უმსჯელია. იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რამდენიმე მაჩვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. შეხვედრის ერთ-ერთი საგანი სწორედ ეს გახლდათ. გუნდში არის სხვადასხვა მოსაზრება სხვადასხვა ინდიკატორთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიქნებით ხიბლში და კმაყოფილი ძალიან ბევრი პარამეტრით, რომელიც აისახა“, – განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე, კვლევაში ასახული რომელი პარამეტრები იყო ყველაზე შემაშფოთებელი უმრავლესობისთვის, დანელია პასუხობს, რომ ჭარბვალიანობის მაჩვენებელი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 18:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics