HP-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამერიკის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

Hewlett-Packard (HP)-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლი ფიორინამ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან იყრის.
„დიახ, მე ბალოტირებას ვაპირებ პრეზიდენტის პოსტზე. ვთვლი, რომ ყველაზე კარგი კანდიდატი ვარ ამ თანამდებობაზე, რადგანაც ვიცი სინამდვილეში როგორ მუშაობს ეკონმიკა. მესმის მსოფლიოსი, ადამიანების მასში და იმისი, როგორ მუშაობს მსოფლიო“ – განაცხადა ფიორინამ „დილა მშვიდობისა, ამერიკას“ ეთერში, რომელიც ABC News-ის ეთერში გადის.
კარლი ფიორინა რესპუბლიკური პარტიიდან პირველი კანდიდატი ქალი იქნება.
მიმდინარე მომენტისთვის რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტის პოსტის ბალოტირებაზე განაცხადი გააკეთეს თედ კრუზმა, მარკო რუბიომ და რენდ პოლმა.

banner
წინა სტატიაში„ღამის მგლებს“ გერმანიისკენ გარბენნის გაგრძელების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიაუილიამმა და ქეითმა ახალშობილი პრინცესას სახელი დააანონსეს