გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2018 10:19

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე დანიშნა.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მიმდინარე წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ის ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.

გოგიტა თოდრაძეს საქსტატში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2016 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2009 წლიდან ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2018 10:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics