გიორგი მუხიგულაშვილი:გვყავს თუ არა საქართველოში სახალხო დამცველი და რა გაუკეთებია მას?

უჩა, ანუ ხალხზე ზრუნვაში უსინდისო და ტრანსგენდერებზე ზრუნვაში უბადლო, ბოლო პერიოდში თავს გვამახსოვრებს პოლიციისა და მინისტრის კრიტიკით.
ჩვენ გვახსოვს უჩა ნანუაშვილი როგორ გაეხვა სკანდალში ავტომობილის შეძენის გამო, რაშიც მან 104 ათასი ლარი გადაიხადა და კუთვნილებაში გადასცა თავის მოადგილეს.
ჩვენთვის გაურკვეველია, რა ფარულ კავშირში არიან მოადგილე და სახალხო დამცველი და ისიც უცნობია, თუ რატომ აძლევს ამდენ უფლებებს უჩა თავის მოადგილეს, რომელიც გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შედის გარიგებებში და შემდგომ უჩა ნანუაშვილსაც აიძულებს მის დაკრულზე ცეკვას.

სახალხო დამცველი ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი სამართალდამცველების მიმართ, რაც მის ანგარიშებში აისახებოდა და ჰოი, საოცრებავ, უჩამ უცებ იცვალა ფერი და პოლიციის პირველ კრიტიკოსად გამოყო თვი.
რა თქმა უნდა, დავინტერესდი უჩას ფერისცვალებით და წავაწყდი მსგავს ფაქტებს:
უჩა, ანუ უმცირესობების მცველი რაინდი დადიოდა შავი, ანუ ჩაფერილშუშებიანი ავტომობილით და მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯარიმა გამოუწერეს, რის შემდეგაც მან მინისტრს წერილი გაუგზავნა და ის დაბურული მინებით მართვის უფლებას სთხოვდა.
როგორც გაირკვა, შინაგან საქმეთა მინისტრ მღებრიშვილს სასტიკი უარი მიუწერია სახალხო დამცველისთვის და ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო უჩამ პოლიციის კრიტიკა და განაგრძო ურჩად შავი შუშებით სიარული, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ დააჯარიმეს.

ვსვამ კითხვას და პასუხს მკითხველს მივანდობ:
გვყავს თუ არა საქართველოში სახალხო დამცველი და რა გაუკეთებია მას? რითაა მამაზეციერისგან დაჯილდოვებული უჩა, რომ ხალხის ფულით ახალ-ახალ ჯიპებს ყიდულობს და იტალიელი მაფიოზივით შავი შუშებით უნდა სიარული? რა უფლება აქვს უჩას ისეთი, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილოს და თავის ინტერესებს შეწიროს ყველაფერი? ისიც გაირკვა, რომ უჩა ნანუაშვილი მეორე ვადას ებღაუჭება და ვერ თმობს იმ ფუფუნებას, რაც ხალხის ფულებით მოიწყო.

ბოლოს ვიტყვი და დავამთავრებ დღეს ამ თემას…
რა უფლება აქვს უჩას იმ ქვეყანაში, სადაც არსებიბენ მარტოხელა მრავალ შვილიანი დედები, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფები, რომ მან ფლანგოს პირადი ფუფუნებისთვის ფულები და თავისი მოადგილეები ატაროს უძვირფასესი ჯიპებით? პასუხი მარტივია… ის არის გაზულუქებული საჯარო პირი, რომელიც თავის ინტერესებს სწირავს სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

P.S. ეჭვს ბადებს უჩას მოთხოვნა იმაზე, რომ მას ჰქონოდა დაბურული მინებით სიარულის ნებართვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს, როგორც პიროვნული, ასევე გარეგნული კომპლექსები და ის ყველა ღონეს ხმარობს მის დასაფარად-აცხადებს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატია(Video) შსს ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორ გეგმავენ „გორგიას“ დირექტორის გატაცებას