გიორგი მარგველაშვილი: უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული, კვალიფიციური’და გაუტეხელი ხელმძღვანელი ჰყავს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური” და ”ყველაზე გაუტეხელი”ხელმძღვანელი ჰყავს . აღნიშნული ეპითეტებით ქვეყნის პირველმა პირმა ნინო გვენეტაძე ავლაბრის სასახლეში გამართულ მიღებაზე მოიხსენია, სადაც მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
“იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვატარებთ სასამართო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც ნინო გვენეტაძის მაგალითი ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრისას მოიყვანა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: მაგარია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ვერ მოძებნეს ვერაფერი და საქართველოში ჩამოვიდნენ
შემდეგი სტატიაკახეთში საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს