“გიორგი კვირიკაშვილმა იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა კონფერენციაზე”-მიხეილ ჯანელიძე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 14, 2018 12:38

“გიორგი კვირიკაშვილმა იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა კონფერენციაზე”-მიხეილ ჯანელიძე

მიხელ ჯანელიძე სავარაუდოდ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება. მისი განცხადებით მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომელსაც გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გაახმოვანებს. მიხეილ ჯანელიძემ დღეს გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით ყოფილმა პრემიერმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ბრიფინგისას ისაუბრა.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდ, რომელთან ერთადაც იქნა მიღწეული ის შედეგები, რომლითაც ვამაყობთ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა მე გუნდთან მექნება კონსულტაციები. სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა გუშინ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ მან იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა კონფერენციაზე. და დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის , რომ მომავალი წარმატებები ჰქონდეს ამ გუნდს,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 14, 2018 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics