გიორგი გახარია – ორივე აქციის მონაწილეებს ესმით, რომ სიძულვილის ენა არ არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 14, 2018 01:57

გიორგი გახარია – ორივე აქციის მონაწილეებს ესმით, რომ სიძულვილის ენა არ არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, რადგან ისინი გაგებით შეხვდნენ მინისტრის წინადადებას და პოლიციას საშუალებას აძლევენ, დაიცვას თავის მოვალეობა.

ეს განცხადება გიორგი გახარიამ კონტრაქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ორივე მხარეს ესმის, რომ სიძულვილის ენა ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის.

„ორივე მხარეს ესმის, რომ სიძულვილის ენა არ არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, ამიტომ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც მივიღეთ დაპირება, რომ სიძულვილის ენას ადგილი არ ექნება და ისინი დაემორჩილებიან პოლიციის ქმედებებსა და განკარგულებებს. ეს არის ჩვენთვის ახლა მთავარი.

ჩვენი ამოცანა არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება მიუხედავად იმისა, რომელ აქციაზე იმყოფებიან ისინი.

ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.

მადლობა მინდა გადავუხადო ერთ მხარესაც და მეორე აქციის მონაწილეებსაც, რამეთუ ისინი გაგებით შეხვდნენ ამ წინადადებას და პოლიციას აძლევენ საშუალებას, დაიცვან თავისი მოვალეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 14, 2018 01:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics