გელა დუმბაძემ რწმუნებათა სიგელები უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა პირადი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. საუბრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის კიდევ უფრო გააქტიუროს თანამშრომლობა ყველა სფეროში, განსაკუთრებით გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ელჩმა გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე საქართველოში, აგვისტოში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის.​

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილის ჩვენების სკანდალური დეტალი-“ის დაჟინებით მოითხოვდა პატრიარქის ნაღველის წაღებას თბილისში”
შემდეგი სტატიაკიევში თემურ მახაურის აფეთქების ვიდეო გავრცელდა