ევროპის სპეცსამსახური დიდ ბრიტანეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 4, 2015 12:08

ევროპის სპეცსამსახური დიდ ბრიტანეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

parizi teraqti 3ევროპული დაზვერვის სამსახურების მაღალჩინოსანთა განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა ბრიტანელ მებრძოლებს სამშობლოში დაბრუნება და ტერაქტების მოწყობა დაავალეს.

სპეცსამსახურებისთვის ჯერჯერობით უცნობია დრო და ადგილიც, რომელიც ბრიტანეთში შესაძლოა თავდასხმების სამიზნე გახდეს.

პარალელურად, დაზვერვის სამსახურმა პარიზის თავდასხმების ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორის, სალა აბდესლამის კვალი დაკარგა. მას შემდეგ, რაც აბდესლამი მეგობრებმა ტერაქტების შემდეგ პარიზიდან ბრიუსელში ჩაიყვანეს და დატოვეს, გამოძიებამ მის შესახებ ახალი ვერაფერი შეიტყო. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ აბდესლამს ვერც ისლამური სახელმწიფო მიიღებს, რადგან მან ოპერაცია ბოლომდე არ მიიყვანა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 4, 2015 12:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics