ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა – ნარმანიას კომენტარი პროკურორის შვილის დაფინანსებაზე

„ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა,“ – ისანი-სამგორის პროკურორის შვილის სწავლის ხარჯის თბილისის მერიიდან 5 400 ლარით დაფინანსების საკითხზე დავით ნარმანია პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან განმარტავს, ის შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან „საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა“.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან დავეხმარეთ ჩვენ თამარ გერგედავას. ასეთი რამ არ ყოფილა. სხვა სოციალური ღონისძიებებიდან, საიდანაც შეჭირვებული ოჯახების სწავლის საფასურის ფინანსდება, იქიდან მოხდა მისთვის თანხის გამოყოფა. თუმცა, ოჯახი არ ყოფილა შეჭირვებული და ამის შესწავლა უნდა მომხდარიყო,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

დედაქალაქის მერი საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში არსებობენ შესაბამისი სამსახურები.

banner
წინა სტატიაში“თქვენ გინახავთ სია? არც მე”- ნარმანია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მის სავარაუდო ჩასმას უარყოფს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს