ჯეიმს აპატურაი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს

news
: news თებერვალი 4, 2015 14:06

ჯეიმს აპატურაი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს.

აპატურაი აცხადებს, რომ  არ არსებობს სვა პარტნიორი ქვეყანა, რომელშიც ნატო-ს აქვს ასეთი მასშტაბური სამეკავშირეო ოფისი და სადაც ნატო ქმნის საწვრთნელ ცენტრს, რომელშიც დაგეგმილია რეგულარულად წვრთნების ჩატარება.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრები და ნატო-ს გენერალური მდივანი მადლობას გადაუხდიან საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობისთვის ავღანეთის მისიაში.

„მეორე საკითხი შეეხება არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. პროგრესი ნამდვილად დიდია და რაც მთავარია არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაცია დაეხმარება საქართველოს საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და ნატოში გაწევრიანების პროცესში. ასევე შეფასებული იქნება რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ დავგმობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „კურიერთან“ საუბრისას.

news
: news თებერვალი 4, 2015 14:06
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


33,690
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics