დიმიტრი მედვედევი სააკაშვილზე: Show must go on!

მედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზე

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტზე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა: “სააკაშვილის უცნაური ბედი: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდეის მხარის გუბერნატორი, უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა. გასაკვირია უკრაინის მთავრობის თანმიმდევრულობა – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიაღებინეს, გუბერნატორი გახადეს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის საქართველოში ექსტრადაციაზე დათანხმდნენ. ეს ყველაფერი ორი ადამიანის უმაღლეს მორალურ თვისებებზე მიუთითებს, რომლებმაც ეს ფანტასტიური ტრაგიკომედია გაითამაშეს.Show must go on ” – წერს რუსეთის პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიISIS-ს დედაქალაქის ნახევარს აშშ-ს მხარდაჭერილი ქურთები აკონტროლებენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიახელისუფლება ცდილობს, მაიძულს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება