დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის დეპუტატების დახურულ „ჩატში“ გიორგი კვირიკაშვილის წერილი ნამდვილად გაიგზავნა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 12:19

დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის დეპუტატების დახურულ „ჩატში“ გიორგი კვირიკაშვილის წერილი ნამდვილად გაიგზავნა

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის დეპუტატების დახურულ „ჩატში“ პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა, ნამდვილად გაიგზავნა.

ჭიჭინაძის განმარტებით, პრემიერმა დეპუტატებს მისწერა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადების არასწორად ინტერპრეტირებას ჰქონდა ადგილი.

“ცხადია, რომ უმრავლესობის წევრებმა თავს უფლება მისცეს, პრემიერ-მინისტრის განცხადების რევიზია გაეკეთებინათ, რამაც ჩემი აღშფოთება გამოიწვია. ისე გაშუქდა, თითქოს პრემიერი რაღაც ზემოქმედებას ახდენდა, რაც ასე არ არის. პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამის საპასუხოდ მოიწერა, რომ მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტირება ხდებოდა. ამ გზავნილს სხვა გზავნილი უძღოდა წინ, სადაც იყო მოწოდება ერთობისა და თავის შეკავებისკენ. მოხდა პრემიერის განცხადების ინტერპრეტირება და სწორედ ამას მოჰყვა მისი გზავნილი, რომ ნურავინ შეეცდებოდა მის მიერ ნათქვამის ინტერპრეტაციას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “კურიერს” ხელში ჩაუვარდა პრემიერ – მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 12:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics