(video) დაღესტანში პატიმარი საჭმლის მისაწოდებელი სარკმლიდან გაიქცა

დაღესტანში პატიმარი საჭმლის მისაწოდებელი სარკმლიდან გაიქცა

ქალაქ იზერბაშის წინასწარი დაკავების იზოლატირიდან გაიქცა პატიმარი, რომელიც დაღესტანში ეტაპირებული იყო სტავროპოლის მხარიდან. ინციდენტს ადგილი ჰქონდა ღამის სამ საათზე. პატიმრის, რომელსაც ქურდობაში ედება ბრალი, გაქცევა დააფიქსირეს სამეთვალყურეო კამერებმა. იგი ნახევარი საათი ცდილობდა პირსახოცის მეშვეობით გაეღუნა საჭმლის მისაწოდებელი სარკმლის გისოსები, რაც წარმატებით მოახერხა და გამოძვრა.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორი მდებარეობს შინაგან საქმეთა განყოფილების ეზოში.

https://youtu.be/GZpF-y_8jCw

banner
წინა სტატიაში(Video) ინციდენტი ენრიკე იგლესიასის კონცერტზე ბაქოში
შემდეგი სტატიაოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრეს