დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე.
”სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.