ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე მამა პეტრე ხელისუფლებას სთხოვს დაიცვან დაკავებული მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოება

ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე მამა პეტრე ხელისუფლებას სთხოვს დაიცვან დაკავებული მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოება. მეუფე პეტრეს თქმით, ვიდრე მამა გიორგი მამალაძე გახდებოდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი ამ პოსტზე მუშაობდა პეტრიარგის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი . მამა პეტრეს თქმით,ის არის რუხი კარდინალი საპატრიარქოსში და მამა გიორგი მამალაძის დანიშვნამ ამ თანამდებობაზე ,,ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა.”

,,აქედან გამომდინარე მექნება თხოვნა სასჯელარსრულების მიმართ, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იქნება დაცული, მანამ სანამ მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწებს მტკიცე საუბარს,”- აცხადებს მამა პეტრე ,,იმედის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიახლოს იფრინეთ რომ დანარცხებისას კვახივით არ გასკდეთ!
შემდეგი სტატიასადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს