(video) აშშ-ს ავიადარტყმების შეფასებები ასადისა და მერკელის მიერ

“აშშ-ს ავიადარტყმები გასაგებია, თუკი გავითვალისწინებთ იმ სამხედრო დანაშაულებს, თუკი გავითვალისწინებთ უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას და თუკი გავითვალისწინებთ გაეროს უშიშრების კომიტეტის რეზოლუციის დაბლოკვას” – ასეთი კომენტარი გაუკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს აშშ-ს მიერ სირიის არმიის ავიაბაზის დაბომბვას.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ დამომბევით აშშ ტერორისტულ დაჯგუფებებს ეხმარება.

რუსეთში რამდენიმე წუთის წინ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დასრულდა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ს ავიადარტყმების გამო სპეციალურად მოიწვია. სხდომაზე მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მ დღეს დილით სირიის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდრომს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის პროვინცია იდლიბში სამშაბათს სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო, შურისძიება უწოდა.
ავიადარტყმების შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – სირიის არმიამ გაავრცელა. ამასთანავე, სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “სანა” იტყობინება, რომ ავიადარტყმებს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, შვიდმა კი დაზიანებები მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ბაზის რაიონში ბევრი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

https://www.youtube.com/watch?v=oKtJjPypT7I

banner
წინა სტატიაშისაერთოდ გავაუქმოთ საარჩევნო ბარიერი-,,პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივა
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო დებატებს არ ესწრებიან