არჩილ თალაკვაძე : საგამოძიებო კომისიისთვის სამთვიანი ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განაცხადებით, საგამოძიებო კომისიისთვის სამთვიანი ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომისიის მუშაობის პროცესში სტანდარტი იქნება დაცული და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება.მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ პარტიის მიზანი პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იყო.
თალაკვაძე აცხადებს, რომ კომისიის სხდომებზე ყველა ადამიანი მივა, ვისი ინფორმაციაც დაეხმარება მართლმსაჯულების განხორციელებას.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში დღეს დამტკიცდება.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური : არასამთავრობოების მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს ჰგავს
შემდეგი სტატია“საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ძლიერი და ეფექტური პარტნიორია,” – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე