აფხაზეთის ჰიმნის ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

გუშინ, 14 თებერვალს სოხუმის გენერალურმა პროკურატურამ ვალერი ჭკადუას წინააღმდეგ პედოფილიის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურატურის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. საქმე პროკურატურაში შესული განცხადების საფუძველზე აღიძრა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება.
აფხაზი კომპოზიტორი ვალერი ჭკადუა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ჰიმნის და აფხაზური ბალეტ “რიცას” ავტორია. მან 1977 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, 1980 წელს კი – ასპირანტურა.

banner
წინა სტატიაშიროგორ და რატომ დაიღუპნენ რუსი ჯარისკაცები სირიაში
შემდეგი სტატიააფხაზეთი ჩეხეთის ტურისტულ ბაზრობაში მონაწილეობს