ჩეჩნეთი აშშ-ს 6 შტატის გამოყოფით ემუქრება თუკი ის უკრაინის იარაღით მომარაგებას დაიწყებს

დუკუვაჰა აბდურაჰმატოვმა

თუკი აშშ უკრაინას იარაღით მოამარაგებს, ჩეჩნეთი მზადყოფნას გამოთქვამს იბრძოლოს აშშ-ს 6 შტატი მექსიკას დაუბრუნოს. ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დუკუვაჰა აბდურაჰმატოვმა აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას. კონგრესმა გუშინ რეზოლუცია მიიღო უკრაინა იარაღით მოამარაგოს.
„უკრაინის იარაღით მომარაგება ჩვენგან აღქმული იქნება როგორც სიგნალი ადექვატური მოქმედებებისკენ – ჩვენ დავიწყებთ მექსიკის უახლოესი იარაღით მომარაგებას აშშ-ს მიერ მექსიკის ანექსირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, სადაც ახლა შემდეგი შტატებია: კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა, კოლორადო და ვაიომინგის ნაწილი. უფლებას ვიტოვებთ რუსეთში, მექსიკაში და აშშ-ში ჩავატაროთ კონფერენციები ამ საკითხის წამოჭრასთან დაკავშირებით, და უფლებას ვიტოვებთ ასევე პარტიზანები იარაღით მოვამარაგოთ“ – თქვა სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიწელს 2-დან 5 ათასამდე ყირიმელი რუსეთის არმიაში იმსახურებს
შემდეგი სტატიასავალუტო ფონდის მდუმარე წარმომადგენელს მივმართავ–რომან გოცირიძე