,,უკრინფორმა,, სააკაშვილს ვიდეო-მტკიცება გამოუქვეყნა (+VIDEO)

11256543_457388057754720_1819952316_n15 მაისს უკრაინულ მედიაში, საინფორმაციო სააგენტო ,,УКРІНФОРМ,,-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის რეფორმებისადმი მიძღვნილ ერთერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,უკრაინაში დიდი ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის გზით… რამეთუ ზემოთ პოლიტიკურ ნებას მე ვერ ვხედავ… პირველ რიგში, თავად სტრუქტურა უკრაინული ხელისუფლების, არ იძლევა საშუალებას ამ ნების ქონის შემთხვევაშიც კი, მისი სწრაფად განხორციელების,, 

ეს და სხვა ციტატები, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლიდან, 15 მაისს ,,უკრინფორმის,, გარდა სხვა უკრაინულმა სააგენტოებმაც გააშუქეს მსგავსი სათაურებით ,,სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს,, ამ თემაზე ინფორმაცია გავიდა სააგენტო ,,თაიმერზეც,,

სწორედ ზემოთმოყვანილ ციტატებზე და სათაურზე მოახდინა რეაგირება მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს, 15 მაისს ღამის საათებში… კერძოდ ,,ფეისბუქისა,, და ,,ტვიტერის,, საკუთარი გვერდების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს სახელით ამ ციტატებს სიყალბე უწოდა

,,რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო აცხადებს, რომ ეს ციტატები სიყალბეა და ჩვენ ვწუხვართ, რომ მოწინავე უკრაინული სააგენტოები მსგავს ინფორმაციას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ავრცელებენ,, განაცხადას სააკაშვილმა სოციალური ქსელით.

მიხეილ სააკაშვილს  უკრაინულმა სააგენტომ ,,უკრინფორმა,, მეორე დღესვე, შაბათს 16 მაისს, მისი სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოკადრების გავრცელებით უპასუხა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიათასწლეულის ქორწილი ჩეჩნეთში (VIDEO)
შემდეგი სტატიახელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებს და ახალ ხელმძღვანელს არ აღიარებს