სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია, ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის დავალებით სამინისტროები ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებენ.

ოფიციალური ინფორმაციით სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მინდია ჯანელიძის თქმით უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს თავშესაფარში დღესვე გადაიყვანენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას დრო და ფინანსები დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ორ გარდაცვლილი დები აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიამთიდან გარკვეული მეწყრული მასის ჩამოწოლა გრძელდება