,,რუსეთის აგენტები ამ მთავრობის ხელშეწყობით ძალიან გააქტიურდნენ,, აცხადებს პროფესორი კიზირია

kiziriaაშშ-ში მცხოვრები ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია 24 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლესთან მოწყობილ პრორუსული ძალების მიტინგს სოციალური ქსელით ეხმაურება…

,,რუსეთის მოტრფიალეთა გუშინდელი აქცია მართლაც გულისამრევი იყო. ერთი მხრივ – ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი, დრომოჭმული პარტიულ-კომკავშირული აქტივისტები და საბჭოთა დროის მოტრფიალე უგუნურები, რომლებიც ჩაწყობის, ქრთამის, „ლევი“ შემოსავლის და სხვა მსგავს „ბედნიერებას“ მისტირიან და მეორე მხრივ – ირაკლი ჭყოიძის მსგავსი კაგებეშნიკების მიერ ტვინგამორეცხილი გოგოშკები და ბიჭუშკები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის რუსეთი…

ერთმა ისტერიკაში გადავარდნილმა ქალმა განსაკუთრებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა… აი, იმან, რომ გაჰყვიროდა ,,საბჭოთა კავშირში რომ ხალხი ცხოვრობდა, ისე კარგად მსოფლიოში არავინ ცხოვრობდაო,, თვალწინ დამიდგა ბაყაყი, რომელიც ზის გუბის წინ და ყიყინებს – ასეთი თვალუწვდენელი ოკეანე არსად არ არისო.

შედარებები იქეთ იყოს, მაგრამ ეტყობა რუსეთის აგენტები ამ მთავრობის ხელშეწყობით ძალიან გააქტიურდნენ. საითაც არ გაიხედავ შეტევაზე არიან – ბიდონი ინაშვილი, პროფესიული მოღალატე ბათიაშვილი, ეფესბეს ჯარის მომლოდინე წიოწია ნინა და რა ვიცი ვინ არა. ძალიან სერიოზული ბრძოლა ელოდება საქართველოს. შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა,, წერს პროფესორი კიზირია.
www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი: კონფრონტაციიდან ტრანსფორმაციამდე
შემდეგი სტატიაგამოქვეყნდა ვლადიმერ ვისოცკის აქამდე უცნობი სიმღერა… (VIDEO)