,,ზოგიერთი ოლიგარქი, იყენებს რა მოქალაქეთა უფლებას გამოხატონ პროტესტი, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს,, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.
მისივე სიტყვებით, მეშახტეებს რა თქმა უნდა აქვთ უფლება, რომ გაფუცვები და მანიფესტაციები მოაწყონ… ,,თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, ყოფილ ,,ტიტუშკებს,, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ საერთო მეშახტეთა პრობლემებთან, მივცეთ უფლება არიონ ქვეყანაში სიტუაცია… მითუმეტეს რომ უკვე დადგენილია ამ ხალხს აქციებისათვის ფულს უხდიან,,
პოროშენკოს განცხადებით, ზოგიერთი ხელმრუდი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ცდილობს ხელი მოითბოს მსგავსი აქციებით… ,,ვაფრთხილებ იმ ოლიგარქებს, ვინც აპირებს ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე ფსევდოაქციებით, ხელებზე მოხვდებათ,, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ძალოვან სტრუქტურებს უკვე გასცა ბრძანება, დესტაბილიზაციის მომწყობების მიმართ გაატარონ საჭირო ღონისძიებები.