“ნამდვილად დასაგმობია განცხადება, პრემიერი ჩქარა უნდა გადადგეს”, – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ოპოზიციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ნათელაშვილის თქმით, განცხადება დასაგმობია და პრემიერმინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

“ნამდვილად დასაგმობია განცხადება, რომელიც პრემიერმინისტრმა გააკეთა. მას ერთადერთი სახელი ჰქვია, სამოქალაქო შუღლის გაღვივება ჩვენს საზოგადოებაში და ასეთი აზრების მატარებელი პრემიერმინისტრი რაც შეიძლება ჩქარა უნდა გადადგეს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაოლიმპიადის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ ოლიმპიურ ფესტივალს 9 მილიონი ჩაერიცხება