„მივმართვათ ზურაბ აბაშიძეს, რომ მისთვის უმჯობესი იქნება დატოვოს თანამდებობა“

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

„თავისუფალი დემოკრატები“ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკიხებში ზურაბ აბაშიძეს ურჩევენ ნუ გახდება სახიფათო ურთიერთობების ნაწილი და თანამდებობა დატოვოს.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ზურაბ აბაშიძემ არაკომპეტენტურობა და არაკვალიფიციურობა მთავრობაში უნდა მოიკითხოს.

„ბატონ ზურაბთან დაკავშირებით გული გვწყდება. მას საკმაოდ დიდი ხანია, ვიცნობთ. დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემაა, რომ არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური თვითონ მთავრობაა. ბატონი ზურაბიც ამ მთავრობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ალბათ, არაკომპეტენტურობა და არაკვალიფიციურობა იმ მთავრობაში უნდა მოიკითხოს, რომელსაც ის წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ის არის ინსტრუმენტი დე ფაქტო პრემიერ მინისტრის ხელში. მივმართვათ მას, რომ უმჯობესი იქნება მისთვის, დატოვოს თანამდებობა. ეს მისთვის იქნება უკეთესი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ნატო-სთან დაკავშირებით მის განცხადებას რაც მოჰყვა, არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია და დოღი იყო. ზურაბ აბაშიძე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებებით ოპონენტების არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია მოხდა.

ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის უფლებამოსილებები მკაფიოდ უნდა გაიწეროს და რუსეთთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებზე საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს.

შეგახსენებთ, რომ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის არსებობის შემთხვევაში, საქართველო მზადაა, ოკუპირებული რეგიონების სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადადოს და ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. “რია ნოვოსტისთვის” ინტერვიუმდე კი ზურაბ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის მიზანი ალიანსის ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება არაა.

“ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმეს კომპეტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები