„მე არც ამიღია პრემია ამ თვეების განმავლობაში“

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თანამდებობის პირებისთვის პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მისთვის არაფერს შეცვლის.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი იმისთვისაა, რომ კანონები მიიღოს, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს.

„მინისტრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინიც ასრულებენ იმ კანონებს, რომელსაც ქმნის პარლამენტი. მაგალითად, პირადად მე არც ამიღია პრემია ამ თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ჩემთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება კანონის მიღებას, ამისთვის არსებობს პარლამენტი და არა სხვა რამისთვის. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ასრულებს იმ კანონებს, რასაც პარლამენტი იღებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვლის კანონპროექტი, რომელი თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემას კრძალავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ გამოვიჩინეთ უნიათობა, რომ ეს ანტიქართული, ფაშისტური რეჟიმი არ გავასამართლეთ”
შემდეგი სტატიამწერლები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ