მაშველებმა წყნეთი-ბეთანიის გზაზე კიდევ ერთი დარუპული იპოვეს.
გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის მამაკაცია. მანამდე ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქალი დაიღუპა.
ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – ისინი სხვდასხვა სახის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე ეძებენ 5–მდე ადამიანს. აქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინსიტროების წარმომადგენლები. ასევე გეოლოგები, რომლებიც მეწყერის მიზეზებს იკვლევენ.