მანჰეტენში აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს. ხანძარი აფეთქების შედეგად გაჩნდა. პირველადი მონაცემებით 30-მდე ადამიანი დაშავდა.ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ცეცხლი ახლო შენობებსაც გადაედო. არსებული ინფორმაციით იწვის მეზობელი ოთხი შენობა. ადგილზე დაახლოებით 200 კაციანი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. შენობის პირველ სართულზე იაპონური რესტორანი მდებარეობს და აფეთქება სავარაუდოდ იქ მოხდა. სახლი სადაც გაზი აფეთქდა მანჰეტენზე “ისთვირიჯზე” მდებარეობს.