ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში 105 საწარმო შეიქმნა

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტის, “დანერგე მომავლის”, პრეზენტაცია იმართება სასტუმრო “რედისონში”. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

პროექტი სახელმწიფო ფერმერებისთვის ბაღების გაშენებაში დახმარებას ითვალისწინებს. საქართველოს მასშტაბით თანადაფინანსებით მოხდება ნერგების შეძენა და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

„ახალი პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, გაუწიოს კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციას და ადგილი დაიმკვიდროს ასევე ევროპის ბაზარზე. ასევე იმედი მაქვს, რომ ახალი საწარმოების შექმნა შეუწყობს ხელს. ჩვენს მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკა მოგვიტანს წარმატებას.

“სახელმწიფოს მხარდაჭერით 2 წლის განმავლობაში შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო. წარმატებულია ასევე აგროდაზღვევა, 800 ათასი ფერმები ღებულობს სახელმწიფოსგან დახმარებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

2-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა
შემდეგი სტატიარა საკითხზე შეხვდა დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს?