თეა წულუკიანი: რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი 70 მილიონი ძალიან დიდი თანხაა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო მოთხოვნილი თანხის გადახდაზე, მოსკოვის მხრიდან ნათქვამი უარი, მთავრობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ამის შესახებ მინისტრმა განცხადება იუსტიციის სახლში მიმდინარე უწყებათაშორისი კომისიის სხდომამდე გააკეთა, სადაც სასამართლო საქმეების ელექტრონულ გადანაწილებაზე მსჯელობენ.

“რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი 70 მილიონი ძალიან დიდი თანხაა. თან ისიც დასძინა, რომ ეს თანხა ჩვენ საერთოდაც არ გვეკუთვნის. ეს ჩვენთვის სიუპრიზი არ ყოფილა. ახლა უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რა რაოდენობის თანხა უნდა გაიცეს საქართველოზე კომპენსაციის სახით და როდესაც გადაწყვეტილება გამოვა, შემდეგ უნდა დავიწყოთ აღსრულების პროცედურა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დახმარებით. თუ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ გამოვა, რა თქმა უნდა, შემდეგ რუსეთს მოუწევს ამ გადაწყვეტილების აღსრულება”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო, რუსეთისგან 70 მილიონს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს